- სამხედრო ინფორმაცია
- რასაკვირველია, სამხედრო ინფორმაცია ძვირფასია სახელმწიფოებისთვის და მათი სუვერენიტეტის განუყოფელ ნაწილად არის მიჩნეული. სახელმწიფოს იშვიათად აქვს სურვილი, გაუმჟღავნოს პოტენციურ „მტრებს“ საიდუმლოდ კლასიფიცირებული ინფორმაცია იარაღის შესაძლებლობათა შესახებ, რათა არ დაკარგოს რაიმე უპირატესობა, რომელიც მათთან შედარებით შეიძლება ჰქონდეს. ცივი ომის პერიოდში სახელმწიფოები გასაოცარ რამეებს ჩადიოდნენ იარაღის შესაძლებლობათა დეტალების ერთმანეთისთვის დასამალავად. მიუხედავად სამხედრო ძლიერების დემონსტრირებისა, რაც კომუნისტურ სახელმწიფოებში მოწყობილ პარადებს ახასიათებდა, საზოგადოებას ნაკლებად მიუწვდებოდა ხელი ინფორმაციაზე სხვადასხვა იარაღის შესაძლებლობათა შესახებ. ამ ფაქტს ადასტურებს 1990-იან წლებში გაერო-ს საერთაშორისო დამკვირვებელთა წინაშე წამოჭრილი პრობლემებიც, როდესაც დამკვირვებლები შეეცადნენ, უზრუნველეყოთ ერაყში ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის სრული არსენალის განადგურება. იგივე ითქმის ბირთვული იარაღის შესაძლებლობებზეც – იარაღის გამოცდა ხდება გასაიდუმლოებულ პირობებში, თუმცა ეს აკრძალულია – ამის მაგალითია საფრანგეთის ქმედებები წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში 1996 წელს და შედარებით ახლახანს – ინდოეთსა და პაკისტანში.Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
Georgian encyclopedia. 2013.